იტალიის ქალაქ ტოლენტინოში მიმდინარე ჩელენჯერის ტურნირზე ეკატერინე გორგოძემ წარმატებით იასპარეზა.
მან მერვედფინალურ ეტაპზე მსოფლიო კლასიფიკაციის 197-ე ნომერი, ჩეხი ბარბორა პალიჩოვა ორ სეტში, ანგარიშით 7:5, 7:5 დაამარცხა.
ქართველმა ჩოგბურთელმა პირველ სეტში გადამწყვეტი უპირატესობა მე-11 გეიმში მოიპოვა, ხოლო მეორე სეტში, მიუხედავად იმისა, რომ 2:4 ჩამორჩებოდა, სიტუაცია გამოასწორა და გამარჯვებამდე მიიყვანა.
ამ წარმატებით გორგოძემ ტურნირის მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა, სადაც მისი მომდევნო მეტოქე იტალიელ სამირა დე სტეფანოსა და ესპანელ ოქსანა სელეხმეტევას შორის გამარჯვებული იქნება.