• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

სპორტის გურუ

ქვიზები

მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ევრო 2024 - ნაადრევი ფინალი, ან უბრალოდ დიდებული დაპირისპირება [პრევიუ და ჩვენი პროგნოზი]
ფეხბურთიფეხბურთი

ევრო 2024 - ნაადრევი ფინალი, ან უბრალოდ დიდებული დაპირისპირება [პრევიუ და ჩვენი პროგნოზი]

09 ივლ, 2024 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ევრო 2024 ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება, სულ სამი მატჩი გვაქვს დარჩენილი და დღეს პირველს ვიხილავთ - 1/2 ფინალურ დაპირისპირებაში ერთმანეთს ესპანეთი და საფრანგეთი დაუპირისპირდებიან.


ესპანეთი - საფრანგეთი [23:00]


ფურია როხას ამ ტურნირის მშვენებას და გადამრჩენელს უწოდებენ - ლუის დე ლა ფუენტეს გუნდი ერთადერთია, ვინც პრაგმატულ და მკვეთრად შედეგზე ორიენტირებულ ფებბურთს არ თამაშობს და მისი თამაშების ხილვაც მოსაწყენი არ არის. 


ჯგუფური ეტაპი ესპანეთმა 100%-იანი შედეგით და გოლგაუშვებლად გაიარა - 3-დან 3 მოგება, 5 გატანილი და 0 გაშვებული გოლი. 1/8 ფინალში ესპანეთმა საქართველოს ნაკრებს სძლია (4:1), შემდეგ კი ტურნირის მეორე ყველაზე სანახაობრივ, მასპინძელ გერმანიასთან დამატებითამდე მიიყვანა საქმე, სადაც ყველა უკვე პენალტების სერიას ელოდა, თუმცა მიკელ მერინომ 119-ე წუთზე ულამაზესი ნახტომით, თავით გაუტანა ნოიერს და ესპანეთს ზედიზედ მეორე ევროზე მოუტანა ნახევარფინალის საგზური.


დეშამის გუნდს ძალიან დიდი კრიტიკა ხვდება - საფრანგეთის ნაკრები გახდა ისტორიაში პირველი, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გასვლა, თამაშიდან გოლის გატანის გარეშე მოუწია. ჯგუფში ფრანგებმა მე-2 ადგილი დაიკავეს და მხოლოდ ავსტრიას მოუგეს (1:0) და ისიც ავტოგოლით, ნიდერლანდებთან უგოლო ფრე გააგორეს, პოლონეთთან კი 1:1 ითამაშეს და ორივე გოლი ამ მატჩში პენალტებიდან გავიდა. 


პლეი-ოფის პირველ სტადიაზე ფრანგებმა ბელგიას მატჩის მიწურულს გასული ავტოგოლით მოუგეს (1:0), პორტუგალიასთან კი უგოლო ფრე ითამაშეს და პენალტების სერიაში აჯობეს. 


დიდიე დეშამი ძალიან ფრთხილ ფეხბურთს თამაშობს და ცდილობს, დაცვაში შეცდომები მინიმუმამდე დაიყვანოს - გუნდი სამი გამოკვეთილი საყრდენით თამაშობს - ჩუამენის და კანტეს გვერდით ხან რაბიოს ვხედავთ, ხან კი კამავინგას.


ესპანეთისა და საფრანგეთის ურთიერთშეხვედრეის ისტორია 36 თამაშს ითვლის, საიდანაც 13 გამარჯვება ფრანგებს ერგოთ, 16 შემთხვევაში წარმატება ესპანეთმა იზეიმა, 7-ჯერ კი ფრე დაფიქსირდა.


ამ 36 თამაშში ესპანეთმა 64 გოლი გაიტანა, საფრანგეთმა კი - 39. 


უკანასკნელი დაპირისპირება 2021 წლის ერთა ლიგის ფინალში შედგა და საფრანგეთის გამარჯვებით 2:1 დასრულდა. ესპანეთმა ბოლო გამარჯვებას 2017 წლის ამხანაგურში მოიპოვა (2:0), ისტორიაში პირველი მატჩი კი 1922 წელს შედგა და ესპანეთის გამარჯვებით 4:0 დამთავრდა.


სავარაუდო შემადგენლობები


ესპანეთი: უნაი სიმონი, ხესუს ნავასი, ნაჩო, ლაპორტი, კუკურელია, ოლმო, როდრი, ფაბიან რუისი, ლამინ იამალი, ნიკო უილიამსი, მორატა


დისკვალიფიცირებულია: კარვახალი, ლე ნორმანი


საფრანგეთი: მენიო, კუნდე, სალიბა, უპამეკანო, ტეო ერნანდესი, კანტე, ჩუამენი, კამავინგა, გრიზმანი, კოლო მუანი, მბაპე.


ნახევარფინალურ ეტაპზე ყვითელი ბარათები ჩაიხსნა და ამიერიდან დისკვალიფიკაციის ზღვარზე არავინ აღარ არის. 


ჩვენი პროგნოზი: ძირითად დროში იქნება 2.5-ზე ნაკლები გოლი. თუმცა, ციფრებთან გაცნობა თუ გსურთ, თავად გადახედეთ ამ დაპირისპირების სტატისტიკას.

ნიკა შაქარაშვილი

ნიკა შაქარაშვილი

ევროპის ჩემპიონატი
france
ესპანეთის ნაკრები
ევრო 2024
spain
საფრანგეთის ნაკრები

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

1/4 ფინალების მეორე დღე - დღეს საფრანგეთის მეტოქე გაირკვევა

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

1/4 ფინალების მეორე დღე - დღეს საფრანგეთის მეტოქე გაირკვევა
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

მბაპე: „ასეთი რაღაც პირველად დამემართა"

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

მბაპე: „ასეთი რაღაც პირველად დამემართა"
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

შეძლებს რომელიმე ნაკრები საფრანგეთის შეჩერებას?

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

შეძლებს რომელიმე ნაკრები საფრანგეთის შეჩერებას?
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

მოულოდნელი გადაწყვეტილება - ესპანეთი vs ბელგია [სასტარტო შემადგენლობები]

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

მოულოდნელი გადაწყვეტილება - ესპანეთი vs ბელგია [სასტარტო შემადგენლობები]
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

News image

10 სთ წინ

1/4 ფინალების მეორე დღე - დღეს საფრანგეთის მეტოქე გაირკვევა

News image

10 სთ წინ

მბაპე: „ასეთი რაღაც პირველად დამემართა"

News image

5 სთ წინ

შეძლებს რომელიმე ნაკრები საფრანგეთის შეჩერებას?

News image

4 წთ წინ

მოულოდნელი გადაწყვეტილება - ესპანეთი vs ბელგია [სასტარტო შემადგენლობები]

კომენტარები

ლინკის დაკოპირება