Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
დღეს სტარტი უეფას ევროპა ლიგამ აიღო. პირველ ტურში ოლდ ტრაფორდზე ერთმანეთს მანჩესტერ იუნაიტედი და ტვენტე დაუპირისპირდნენ.
შეხვედრაში ანგარიში 35-ე წუთზე კრისტიან ერიქსენმა გახსნა და მასპინძლებს პირველი ტაიმი მოაგებინა.
68-ე წუთზე სტუმართა მხრიდან წონასწორობის აღდგენა სემ ლამერსმა მოახერხა და საბოლოოდ ნიდერლანდურ გუნდს ქულაც მოუტანა.
79-ე წუთზე ერიკ ტენ ჰაგმა სამმაგი ცვლილება გააკეთა და მოედანზე ერთბაშად კობი მეინო, მეისონ მაუნტი და რასმუს ჰოილუნდი შემოიყვანა, თუმცა იუნაიტედმა გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვება და გამარჯვების გოლის გატანა ვერ შეძლო.
შესაბამისად, ევროპა ლიგის პირველ ტურში მანჩესტერი და ტვენტე დაზავდნენ და თითო ქულა მიითვალეს.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები