მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
1 ივნისს ინგლისის დედაქალაქ ლონდონში, კერძოდ ლეგენდარულ სტადიონ უემბლიზე, ჩემპიონთა ლიგის ფინალი გაიმართება, სადაც ერთმანეთს დორტმუნდის ბორუსია და მადრიდის რეალი დაუპირისპირდებიან.
უემბლი ისტორიაში მე-8 ჩემპიონთა თასის/ლიგის ფინალს უმასპინძლებს.
1962-63 / მილანი 2-1 ბენფიკა
1967-68 / მანჩესტერ იუნაიტედი 4-1 ბენფიკა
1970-71 / აიაქსი 2-0 პანათინაიკოსი
1977-78 / ლივერპული 1-0 ბრიუგე
1991-92 / ბარსელონა 1-0 სამპდორია
2010-11 / ბარსელონა 3-1 მანჩესტერ იუნაიტედი
2012-13 / ბაიერნი 2-1 დორტმუნდი
მიუხედავად იმისა, რომ მადრიდის რეალი ჩემპიონთა თასის/ლიგის ფინალში მეთვრამეტედ ითამაშებს, სამეფო კლუბი უემბლიზე პირველ ევროპულ ფინალს გამართავს.
დორტმუნდის ბორუსია კი ჩემპიონთა ლიგის ფინალს მეორედ ითამაშებს ლონდონში. წინა შემთხვევაში, 11 წლის წინ, ბორუსია მიუნხენის ბაიერნთან დამარცხდა.
ფინალური მატჩი 1 ივნისს 23:00-ზე დაიწყება.
დორტმუნდისა და რეალის საფინალო განაცხადები უკვე ცნობილია.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები