სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ფორმულა 1-ში სინგაპურის გრანპრი გაიმართა. კვალიფიკაციაზე პოულ პოზიცია ლანდო ნორისმა (მაკლარენი) მოიპოვა და რბოლის სტარტიდან ბოლომდე პირველობა არ დაუკარგავს.
ბრიტანელი მრბოლელი გრანდ სლემთანაც ახლოს იყო, თუმცა რბოლის ბოლოს დანიელ რიკიარდომ (RB) ყოფილ თანაგუნდელს უსწრაფესი წრე წაართვა.
რბოლა მეორე ადგილზე დაასრულა მოქმედმა ჩემპიონმა მაქს ვერსტაპენმა (რედ ბული), რომელიც 20 წამით ჩამორჩა ნორისს, პოდიუმზე მე-3 ადგილი კი მაკლარენის კიდევ ერთმა მრბოლელმა ოსკარ პიასტრიმ დაიკავა.
ათეულში ასევე შევიდნენ და სინგაპურში ქულები მოიპოვეს შემდეგმა მრბოლელებმა.
4. ჯორჯ რასელი (მერსედესი)
5. შარლ ლეკლერი (ფერარი)
6. ლუის ჰემილტონი (მერსედესი)
7. კარლოს საინსი (ფერარი)
8. ფერნანდო ალონსო (ასტონ მარტინი)
9. ნიკო ჰულკენბერგი (ჰაასი)
10. სერხიო პერესი (რედ ბული)
დღევანდელი რბოლის შემდეგ საჩემპიონო ბრძოლაში სიტუაცია ასეთია.
1. მაქს ვერსტაპენი - 331 ქულა
2. ლანდო ნორისი - 279 ქულა
3. შარლ ლეკლერი - 245 ქულა
კონსტრუქტორტა დავაში კი შემდეგი ვითარებაა.
1. მაკლარენი - 516 ქულა
2. რედ ბული - 475 ქულა
3. ფერარი - 441 ქულა
ფორმულა 1-ის შემდეგი რბოლა აშშ-ში 20 ოქტომბერს გაიმართება. სეზონის დასრულებამდე 6 გრანპრია დარჩენილი.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები