სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
თურქეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში ჩემპიონის ვინაობა გაირკვა და ეს გალათასარაია.
სტამბოლელებისთვის წლევანდელი ჩემპიონობა ისტორიაში 24-ე არის.
ბოლო ტურამდე ბრძოლა მოსისხლე მტრებს, გალათასარაისა და ფენერბაჰჩეს, შორის მიმდინარეობდა, საბოლოოდ კი გალამ 3 ქულით მეტი დააგროვა და ჩემპიონიც სწორედ ის გახდა.
თუმცა აღსანიშნავია ქულების რაოდენობაც, რომელიც გუნდებმა დააგროვეს. ჩემპიონმა 102 ქულა მოიპოვა, ფენერმა კი - 99. შედარებისთვის მესამე ადგილზე გასულმა ტრაბზონსპორმა 67 ქულა აიღო.
თურქეთის ჩემპიონატის ბომბარდირი გალათასარაის მთავარი დამრტყმელი ძალა მაურო იკარდი გახდა 25 გოლით. არგენტინელმა 8 საგოლე გადაცემაც მიითვალა. მე-2 ადგილზე კი 21 გოლით ფენერბაჰჩეს თავდამსხმელი ედინ ჯეკო გავიდა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები