სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
ევროპა ლიგის მე-2 ტურში RFS-მა ლატვიის დედაქალაქ რიგაში გალათასარაი მიიღო. მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო ლაშა ოდიშარია, ხოლო სათადარიგო სკამზე - ლუკა სილაგაძე.
პირველი ტაიმი სტუმართა უპირატესობით წარიმართა. მე-12 წუთზე ანგარიში დრის მერტენსმა გახსნა. 38-ე წუთზე კი იუნუს აქგუნმა სხვაობა ორამდე გაზარდა, თუმცა აქედან 2 წუთში იანის იკაუნიეკსმა ერთი ბურთი გაქვითა და მატჩის პირველი ნახევარი თურქული გუნდის გამარჯვებით 1-2 დასრულდა.
55-ე წუთზე იკაუნიეკსი დუბლის შესრულებასთან ახლოს იყო, თუმცა ლატვიელის დარტყმული ძელს მოხვდა, გადმოვარდნილი ბურთი კი ლაშა ოდიშარიას მიუვიდა, რომელმაც კარში ზუსტად დაარტყა და ანგარიშიც გაათანაბრა.
გალათასარაის უპირატესობა მე-2 ტაიმშიც ჰქონდა, თუმცა ეს გოლებში ვეღარ აისახა და საბოლოოდ შეხვედრა 2-2 დასრულდა.
2 მატჩის შემდეგ თურქებს 4 ქულა აქვთ, ლატვიელებმა კი დღეს პირველი ქულა მოიპოვეს, ამაში კი ქართველი ფეხბურთელის დამსახურება დიდია.
ოდიშარიამ Sofascore-ის მიხედვით 7.4 შეფასება დაიმსახურა და თავის გუნდში ნახსენებ იანის იკაუნიეკსთან ერთად საუკეთესო იყო.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები