ჯასტინ გეიჯიმ ჯო როგანის პოდკასტში 2020 წელს ხაბიბ ნურმაგომედოვთან გამართული სატიტულო ბრძოლა და მსაჯ ჯეისონ ჰერცოგთან დაკავშირებული საკამათო ეპიზოდი გაიხსენა.
გეიჯის თქმით, მას შემდეგ, რაც ხაბიბმა ის გაითიშა, მსაჯმა მატჩი შეწყვიტა, თუმცა მოგვიანებით მათ შორის უცნაური დიალოგი შედგა.
გეიჯი ჰყვება, რომ კულუარებში შეხვედრისას ჰერცოგი არწმუნებდა მას, რომ ის არასოდეს დანებდებოდა და მინიშნებას არ მისცემდა, მიუხედავად იმისა, რომ მებრძოლი დაჟინებით იმეორებდა, რომ სამჯერ დაარტყა ხელი მისანიშნებლად.
გეიჯის განცხადებით, მას მართლაც ჰქონდა გაკეთებული მინიშნება, თუმცა მსაჯი თავისი პოზიციის ერთგული რჩებოდა და სჯეროდა, რომ გეიჯი ბრძოლის გაგრძელებას აპირებდა.
თავად მებრძოლმა აღნიშნა, რომ ბედნიერია, რადგან ამ ინციდენტს რაიმე სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემა არ მოჰყოლია, თუმცა ფაქტია, რომ მისი თქმით, ბრძოლა გაცილებით ადრე უნდა დასრულებულიყო.