12 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
გერმანულმა კლუბმა სანქტ-პაულიმ სოციალური პლატფორმა X-ის (ყოფილი ტვიტერი) დატოვება გადაწყვიტა.
კლუბი ამის მიზეზად აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვებასა და მის აქტიურ მხარდამჭერ, ილონ მასკს ასახელებს, რომელიც კომპანია X-ის მფლობელია.
„მფლობელმა ილონ მასკმა სადებატო ოთახი ზიზღის მფრქვევლად გადააქცია, რამაც შესაძლოა დიდი გავლენა მოახდინოს გერმანიის საპარლამენტო არჩევნებზეც.
ამასთან, გამარჯვების შემდეგ, დონალდ ტრამპმა დააანონსა, რომ მასკს ახალშექმნილი სააგენტოს მეთაურად დანიშნავს.
მასკი ტრამპს წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურად უჭერდა მხარს, მათ შორის X-ის მეშვეობითაც. შესაბამისად, უნდა აღვიქვათ, რომ X-იც უჭერს მხარს ავტორიტარიზმს, ანტი-ჰუმანიზმს და მემარჯვენე რადიკალურ პოზიციას გერმანიის საპარლამენტო არჩევნებში, რითაც საჯაროდ ცდილობს ხალხის მოსაზრებაზე მანიპულაციას." - წერია განცხადებაში.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები