-
Aa
+
ფონტის ზომა
პეპ გვარდიოლამ ერლინგ ჰალანდის სათამაშო ფორმაზე ისაუბრა.
ნორვეგიელმა თავდამსხმელმა ბოლო 6 მატჩში მხოლოდ 1 გოლი გაიტანა.
„საქმე გუნდშია და არა მხოლოდ ერთ ფეხბურთელში. ერლინგის კარგი შედეგიანობაც გუნდის დამსახურება იყო. ჰალანდი ჩვენთვის ახლაც ძალიან მნიშვნელოვანია და მომავალშიც ასეთი იქნება. ის უკეთ უნდა გამოვიყენოთ.
მიზეზები სხვადასხვაა, დამნაშავე ყველა ვართ. ბიჭები ახლა უფრო მეტს დარბიან, ვიდრე ოდესმე. ბევრი მსხვილი და მცირე დეტალი აღარ არის ისეთი ეფექტური, როგორიც ადრე." - აღნიშნა პეპმა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები