2 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
პეპ გვარდიოლამ აღნიშნა, რომ მენეჯერული საქმიანობით დაკავებას არ ისურვებდა.
მან სიტის მთავარ მწვრთნელს ჰკითხეს, არის თუ არა ის მზად, იურგენ კლოპის გზას დაადგეს, რომელიც ლივერპულიდან წასვლის შემდეგ, რედ ბულის მმართველობის მეთაურად დაინიშნა და საქმეს 1 იანვრიდან შეუდგება.
„მე მწვანე მოედანი მხიბლავს, არ მიყვარს ჰალსტუხიან ადამიანად ყოფნა. მე მუდმივად ჩემს მწვრთნელს გავაკრიტიკებდი! არა, არ შემიძლია. გარდა ამისა, დილაობით სამუშაოზე მოსვლა ძალიან მომწონს, ეს საქმე ძალიან მიყვარს და სწორედ ეს არის მთავარი მიზეზი, რატომაც ვმუშაობ მწვრთნელად.
ახლა მე ვულვზთან მატჩზე ვფიქრობ და იმაზე, რა უნდა ვუთხრა ფეხბურთელებს, რის ნახვა მომიწევს, როგორი ვარჯიში უნდა ჩავატარო. გამარჯვების მოპოვება ძალიან მსურს." - აღნიშნა პეპმა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები