სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
პეპ გვარდიოლამ რეალთან მატჩის წინ მეკარის პოზიციაზე ისაუბრა.
ბოლო ერთი თვეა სიტის ძირითადი მეკარე, ბრაზილიელი ედერსონი ტრავმას მკურნალობს, ამიტომ ქალაქელების კარს შტეფან ორტეგა იცავს. თუმცა, ედერსონი ვარჯიშს დაუბრუნდა და პეპს ჰკითხეს, დააყენებს თუ არა მას რეალთან.
„ორტეგა თუ ედერსონი რეალთან? უნდა ვიფიქრო ამაზე, იმიტომ რომ ედერსონი ტრავმიდან დაგვიბრუნდა და თავს კარგად გრძნობს.
უნდა გადავწყვიტო, რამდენად აკლია მას სათამაშო რიტმი. თუმცა, შტეფანით ძალიან კმაყოფილები ვართ, ის საოცარი გოლკიპერია." - ციტირებს პეპის სიტყვებს ფაბრიციო რომანო.
პირველი 1/4 ფინალური მატჩი რეალი - მან სიტი ხვალ, 9 აპრილს, 23:00 საათზე დაიწყება.
კომენტარები