4 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის პრესკონფერენცია თურქეთთან მატჩის შემდეგ.
„საბერძნეთთან მატჩის შემდეგ ზოგ ფეხბურთელს ყოველდღიურობაში დაბრუნება გაუჭირდა. შეკრების დაწყებისას ვთქვი, რომ მათთვის ემოციურად ორმაგად რთული იქნებოდა, მაგრამ მოსამზადებელმა ეტაპმა დამანახა, რომ შევცდი და ასე არ არის. ნაკრები ხვალინდელი თამაშისთვის სრულად არის მზად.
ხვალ ევროპის ჩემპიონატზე დებიუტი გვექნება. თუმცა, თავის პირველ მატჩს ამ ტურნირზე ჩაატარებს ასევე ბევრი თურქი ფეხბურთელიც. ნებისმიერ შემთხვევაში, მათ ტექნიკური და კარგი ფეხბურთელები ჰყავთ, განსაკუთრებით ძლიერი შეტევაში არიან. ჩვენთვის ეს დიდი გამოწვევაა.
ქართველი გულშემატკივრები? ყველა, ვინც აქ არის, ან თუნდაც თვალს საქართველოდან ადევნებს და სულ ნაკრების ირგვლივ არის, საოცარი ადმაიანია და ბრწყინვალე გულშემატკივრობა იცის.
ხვიჩას პოზიცია? ნაპოლი სხვა ტაქტიკით თამაშობს, ამიტომ მის პოზიციაზე ბევრს ვერ ვილაპარაკებ. დიდი მნიშვნელობა არ აქვს, კვარა მარცხნივ ითამაშებს თუ მეორე ფორვარდად. ჩვენთვის მთავარია, რომ მან მოედანზე მაქსიმუმი გაიღოს და ჩემი დავალებები შეასრულოს.
არ მიკვირს, რომ კვარაცხელიას მომავალზე ბევრი იწერება, რადგან ეს ლოგიკურია, როცა კარი ფეხბურთელი ხარ. ევროპაზე თუ კარგად ითამაშა, მისი კარიერა წინ წავა. მის მომავალზე მე ბევრს ვერაფერს ვიტყვი, იმიტომ რომ მხოლოდ იმას ვუყურებ, რასაც ის მოედანზე აკეთებს.
ხვალინდელი შეხვედრისთვის საბა კვერკველია მზად არის, ოთარ კიტეიშვილი - არა. კიტე ჩვენთვის ძალიან დიდი დანაკლისია, თუმცა გვყავს ფეხბურთელები, ვისაც მისი შეცვლა შეუძლია. ვიმედოვნებ, რომ ის შემდეგი მატჩისთვის იქნება მზად.“ - აღნიშნა ფრანგმა მწვრთნელმა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები