UFC 316-ის თანამთავარ ღონისძიებაში, ქალთა სუპერმსუბუქი დივიზიონის სატიტულო ბრძოლა გაიმართა, სადაც კაილა ჰარისონი ჩემპიონ ჯულიანა პენიას დაუპირისპირდა.
ამერიკელმა მეტოქე მეორე რაუნდში საბმიშენით დაამარცხა და წონის ახალი ჩემპიონი გახდა.
ჰარისონმა ძიუდოში მოპოვებული 2 ოლიმპიური ოქროს მედლის შემდეგ, UFC-ის ქამრის მოპოვებაც მოახერხა.
კაილა სულ მეორე სპორტსმენი გახდა, რომელმაც ოლიმპიური ოქრო და UFC-ის ტიტული მოოპოვა. პირველი, ვინც ეს შეძლო ჰენრი სეხუდო იყო, რომელიც თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ოქროსმედალოსანი გახდა, შემდეგ კი UFC-ის უმსუბუქესი და სუპერმსუბუქი წონის ქამრები მოიპოვა.
ბრძოლის მერე ჰარისონმა ამანდა ნუნიესი გამოიწვია, რომელმაც გამოწვევა მიიღო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბრაზილიელი UFC-ში ბრუნდება და კვლავ ჩემპიონობისთვის იბრძოლებს.