ისლამ მახაჩევმა მერაბ დვალიშვილს მას შემდეგ უპასუხა, რაც მერაბმა იმის გამო გააკრიტიკა, რომ იან გარისთან გამარჯვების შემდეგ ოქტაგონში რუსეთის დროშა აღმართა.
„მას თავიდანვე საერთოდ არ უხაროდა ჩემი წარმატებები. ამაზე უკვე არაერთხელ უსაუბრია.
მაგრამ პიოტრ იანმა, მას შემდეგ, რაც მერაბი დაამარცხა, ოქტაგონში დროშა აღმართა. ვფიქრობ, ახლა კიდევ ერთხელ დაამარცხებს და საბოლოოდ გააჩუმებს.“
მერაბ დვალიშვილი იმედგაცრუებული დარჩა, როცა ნახა, თუ როგორ ასწია ისლამ მახაჩევის გუნდმა რუსეთის დროშა მისი გამარჯვების გამოცხადების დროს.
,,მე ვიფიქრე, რომ დენა (უაითი) აქ დროშის აწევას არ დაუშვებდა. ისინი მე ამის უფლებას არ მაძლევენ.
ეს დროშა მთელ მსოფლიოში აკრძალულია და ისინი მხოლოდ UFC-ში აკეთებენ ასე, თანაც ეს ბიჭები ამ ქვეყნიდან არც არიან. სიგიჟეა." - თქვა მერაბმა ლაივ სტრიმის დროს.
მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის ტრილოგია 24 ოქტომბერს, აბუ დაბიში შედგება.