სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
უეფას კონფერენს ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში იბერია 1999 ბაშაქშეჰირს ესტუმრა.
პირველი შეხვედრა თბილისში თურქული გუნდის გამარჯვებით 0-1 დასრულდა.
სტამბოლში ქართულმა გუნდმა ორმატჩიან დუელში სცენარის შემოტრიალება ვერ შეძლო. ანგარიში 50-ე წუთზე კშიშტოფ პიონტეკმა გახსნა, 62-ე წუთზე კი დიმიტრიოს პელკასმა სხვაობა ორამდე გაზარდა და იბერიელთა იმედები გადაწურა.
ორი მატჩის ჯამში ბაშაქშეჰირმა 3-0 იმარჯვა და კონფერენს ლიგის პლეიოფში გავიდა, იბერია 1999 კი ევროტურნირს ამ შეხვედრით დაემშვიდობა.
იბერია ამ სეზონში ევროტურნირებზე საქართველოს ბოლო შემორჩენილი წარმომადგენელი იყო.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები