Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
უეფას კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში იბერია 1999-მა ალბანურ პარტიზანს უმასპინძლა. შეხვედრა თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა.
თამაშში ანგარიში 31-ე წუთზე შოთა ნონიკაშვილმა პენალტის საშუალებით გახსნა. თერთმეტმეტრიანი გიზო მამაგეიშვილის წაქცევის შემდეგ დაინიშნა.
მეორე ტაიმის დაწყებიდან მალევე სტუმრები კაცნაკლული დარჩნენ, არინალდო რაპაიმ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედნის დატოვება მოუწია.
57-ე წუთზე იბერიელთა ეფექტურ შეტევას მორიგი გოლი მოჰყვა. ჯემალ-გიორგი ჯინჯოლავამ ცარიელ კართან ჩეიკნე სილას გადააწოდა ბურთი, მალელ თავდამსხმელს კი გოლის გატანა აღარ გასჭირვებია.
მატჩი იბერია 1999-ის გამარჯვებით 2-0 დასრულდა და ტირანაში გასამართი მატჩის წინ ქართულმა გუნდმა მნიშვნელოვანი უპირატესობა მოიპოვა.
განმეორებითი შეხვედრა პირველ აგვისტოს ალბანეთის დედაქალაქში ჩატარდება.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები
ქართული სპორტის საოცარი კვირა
ფეხბურთი