სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
უეფას კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ტორპედო კვიპროსს ესტუმრა და ადგილობრივ ომონიას დაუპირისპირდა.
შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით 3-1 დასრულდა. ანგარიში 41-ე წუთზე მცველმა სენუ კულიბალიმ გახსნა.
75-ე წუთზე ქართულმა გუნდმა ახალწვეული მომო იანსანეს გოლით ანგარიში გაათანაბრა, თუმცა წონასწორობა დიდხანს არ შენარჩუნდა და 78-ე წუთზე მასპინძელთა მცველმა კულიბალიმ უკვე დუბლი შეასრულა.
84-ე წუთზე კი ომონიას უპირატესობა კიდევ უფრო გაიზარდა, ამჟამად გოლის ავტორი ბრაზილიელი ევანდრო გახდა.
ტორპედოს ქუთაისში ჩასატარებელ განმეორებით მატჩში ორბურთიანი სხვაობის აღმოფხვრა მოუწევს. შეხვედრა პირველ აგვისტოს რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გაიმართება.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები
ქართული სპორტის საოცარი კვირა
ფეხბურთი