სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
6 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
უეფას ერთა ლიგის მე-5 ტურში, B დივიზიონის მატჩში საბერძნეთის ნაკრებმა ათენში ინგლისს უმასპინძლა.
შეხვედრაში ანგარიში მე-7 წუთზე გაიხსნა. სტუმრები ოლი უოტკინსმა დააწინაურა. ინგლისელებმა პირველი ტაიმი 0-1 მოიგეს.
78-ე წუთამდე ანგარიში ნარჩუნდებოდა, თუმცა ბერძნებმა კიდევ ერთი გოლი გაუშვეს. ავტოგოლი ოდისეას ვლახოდიმოსს ჩაეთვალა. 83-ე წუთზე კი მატჩს საბოლოო წერტილი დებიუტანტმა კურტის ჯონსმა დაუსვა (0-3). ინგლისის ნაკრებმა უემბლიზე საბერძნეთთან მარცხისთვის სრულფასოვანი რევანში აიღო.
ჯგუფის მეორე მატჩში ირლანდიამ ფინეთი 1-0 დაამარცხა.
ამ ჯგუფში ბოლო ტურის წინ უკვე გარკვეულია თუ ვინ გავარდება პირდაპირ C ლიგაში და ეს ფინეთის ნაკრები იქნება, რომელსაც 0 ქულა აქვს.
ინგლისსა და საბერძნეთს შორის კი A ლიგაში პირდაპირ დაწინაურებული გუნდის ვინაობას ბოლო მატჩებში გავიგებთ. სამი ლომი უემბლიზე ირლანდიას მიიღებს, ბერძნები კი ფინეთს ეწვევიან.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები