სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
ანდრეს ინიესტამ 40 წლის ასაკში პროფესიონალური საფეხბურთო კარიერის დასრულება გადაწყვიტა.
ესპანური Relevo-ს ცნობით, გადაწყვეტილება 8 ოქტობერს გამოცხადდება. ესპანელი მთელი კარიერის განმავლობაში 8 ნომერი იყო.
ინიესტა 2002-დან 2018 წლამდე ბარსელონაში თამაშობდა, შემდეგ კარიერა იაპონიაში გააგრძელა და 2023 წლამდე ვისელ კობის ღირსებას იცავდა, 2023-24 წლების სეზონი კი ანდრესმა ემირატებში გაატარა.
კარიერის განმავლობაში ესპანელს სხვა ტიტულებთან ერთად 4 ჩემპიონთა ლიგა, 2 ევროპის ჩემპიონატი, 1 მსოფლიო ჩემპიონატი და 9 ლა ლიგა აქვს მოგებული.
ანდრეს ინიესტა ერთადერთი მოთამაშეა, რომელიც მატჩის საუკეთესო მოთამაშედ მსოფლიო ჩემპიონატის, ევროპის ჩემპიონატის, ჩემპიონთა ლიგის, უეფას სუპერ თასისა და კოპა დელ რეის ფინალებში დასახელდა.
ესპანეთის ნაკრებში ანდრესს 131 მატჩი აქვს ჩატარებული და 13 გოლი გატანილი, ფურია როხასთან ერთად კი ის მსოფლიოსა და 2-გზის ევროპის ჩემპიონია.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები