-
Aa
+
ფონტის ზომა
იტალიის სერია ა-ს მე-16 ტურში ლაციომ სტადიო ოლიმპიკოზე ინტერი მიიღო და 0-6 განადგურდა.
მილანელთა მხრიდან გოლები ჩალჰანოღლუმ, დიმარკომ, ბარელამ, დუმფრისმა, კარლოს აუგუსტომ და ტურამმა გაიტანეს. აღსანიშნავია, რომ ყველა გოლს სხვადასხვა ავტორი ჰყავდა და დუბლი არ დაფიქსირებულა.
ლაციომ კი ბოლო 63 წელიწადში სერია ა-ში ყველაზე დიდი მარცხი განიცადა. რომაული გუნდი სერია ა-ს მიმდინარე სეზონში სახლში დაუმარცხებელი იყო, სულ კი ამ სეზონში მეორედ წააგო.
ლაციოს ისტორიაში 3 ყველაზე დიდი მარცხი სწორედ ინტერთან ფიქსირდება.
ინტერი 8-1 ლაციო (1934 წელი)
ინტერი 7-0 ლაციო (1961 წელი)
ლაციო 0-6 ლაციო (2024 წელი)
15 მატჩის შემდეგ ინტერს 34 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზეა, ლაციო კი 16 შეხვედრაში 31 ქულით მე-5 პოზიციაზეა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები