სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
2 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
პირველად ისტორიაში, ქართველი მსაჯები უეფას ჩემპიონთა ლიგის მატჩზე იმუშავებენ.
უეფას გადაწყვეტილებით, გრაცის შტურმისა და ლისაბონის სპორტინგის შეხვედრის მთავარი მსაჯი გიორგი ყრუაშვილი იქნება. ქართველი არბიტრის ასისტენტები ლევან ვარამიშვილი და ზაზა ფიფია, ხოლო მე-4 მსაჯი გიორგი ავაზაშვილი არიან. VAR-ის ოთახში კი ქართველებს იტალიელი მსაჯები - ალესანდრო დი პაოლო და ლუკა პაირეტო დაეხმარებიან.
ქართველ არბიტრებს აქამდე მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე უმსაჯიათ, ძირითად ეტაპზე კი ქართველები პირველად იმუშავებენ.
შტურმისა და სპორტინგის შეხვედრა 22 ოქტომბერს, ვიორთერზე შტადიონზე გაიმართება. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
ამ შეხვედრაში მონაწილეობას კიდევ ერთი ქართველი ოთარ კიტეიშვილი მიიღებს, რომელიც გრაცის შტურმის ღირსებას იცავს.
ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები