• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ისტორიაში საუკეთესო ოლიმპიადა - საქართველოს ოლიმპიური თამაშების შეჯამება ციფრებში

ისტორიაში საუკეთესო ოლიმპიადა - საქართველოს ოლიმპიური თამაშების შეჯამება ციფრებში

11 აგვ, 2024 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ოლიმპიადა ოფიციალურად დასრულდა და შეგვიძლია, საქართველოსთვის მისი შედეგები თავისუფლად შევაჯამოთ.


როგორც იცით, ჩვენმა სპორტსმენებმა საქართველოს 3 ოქრო, 3 ვერცხლი და 1 ბრინჯაო მოუტანეს. ჯამში შვიდი მედლით საქართველომ საერთო ჩათვლაში 24-ე ადგილი დაიკავა, რაც დამოუკიდებლობის ისტორიაში ჩვენი ქვეყნისთვის საუკეთესო შედეგია.


აქამდე, საუკეთესო შედეგი 2008 წლის პეკინის ოლიმპიადაზე გვქონდა დაფიქსირებული, როცა იმავე 7 მედლით (3 ოქრო, 2 ვერცხლი და 2 ბრინჯაო) საერთო ჩათვლაში 28-ე პოზიციას დავჯერდით.


მედლების საერთო რაოდენობით საუკეთესო ოლიმპიადა არ გამოგვივიდა - ასეთად ტოკიო 2020 რჩება, საიდანაც ქართველები 8 მედლით (2 ოქრო, 5 ვერცხლი, 1 ბრინჯაო) დაბრუნდნენ. 


სამაგიეროდ, პარიზი 2024 იყო ჩვენი ქვეყნის ისტორიაში მხოლოდ მეორე შემთხვევა, როცა 2-ზე მეტი ოქროს მედლის მოპოვება შევძელოთ - პირველი შემთხვევა 2008 წლის პეკინის ოლიმპიადაზე დაფიქსირდა, საიდანაც ოქროთი დაბრუნება ირაკლი ცირეკიძემ (ძიუდო), მანუჩარ კვირკველიამ (ბ/რ ჭიდაობა) და რევაზ მინდორაშვილმა (თავისუფალი) შეძლეს.


ხაზგასასმელია ის ფაქტიც, რომ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში ყველაზე ცოტა ქართველი სპორტსმენი წარსდგა (28). აქამდე 30-ზე ნაკლები არასდროს არ გვყოლია გაშვებული, რიო 2016-ზე კი საერთოდაც 40 სპორტსმენი გავუშვით.


პარიზი 2024-ს შემდეგ, საქართველოსთვის ყველაზე წარმატებულ ოლიმპიურ სპორტის სახეობად ძიუდო რჩება - 5 ოქრო, თუმცა, ეს თუ მხოლოდ პირველ ადგილს გათითვალისწინებთ. სხვა მხრივ კი, მედლების საერთო რაოდენობით ჭიდაობა ლიდერობს (21), ძიუდო მეორე ადგილზეა (15), ძალოსნობა კი - მესამეზე (8). 


წლევანდელი ოლიმპიური თამაშების შემდეგ, საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სპორტსმენად ლაშა ტალახაძე იქცა, რომელმაც მესამედ შეძლო ოლიმპიური ოქროს მოგება. მთლიანობაში, საქართველოს ძალოსნობაში ოლიმპიადებზე 4 ოქრო აქვს მოგებული, საიდანაც 3 სწორედ ლაშას ეკუთვნის (ერთი 2004-ში მისმა მწვრთნელმა, გიორგი ასანიძემ მოიგო).


პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე 24 წლის შემდეგ პირველად, კრივში შევძელით მედლის მოპოვება - უკანასკნელად ეს 2000 წლის სიდნეის თამაშებზე მძიმეწონოსან ვლადიმერ ჭანტურიას ჰქონდა გაკეთებული (ბრინჯაო), წელს კი იგივე გაიმეორა ლაშა გურულმაც.


უსიამოვნო ფაქტის გარეშეც არ დავრჩენილვართ - პარიზი 2024 გახდა პირველი ოლიმპიადა 1996-ს ატლანტას თამაშების შემდეგ, რომელზეც საქართველოს ბერძნულ-რომაულმა ჭიდაობამ ვერცერთი მედალი ვერ მოუტანა.


მოპოვებული 3 ვერცხლი - დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მე-2 საუკეთესო შედეგია. აქამდე, 2-ზე მეტი ვერცხლი ოლიმპიადიდან მხოლოდ 2020 წელს გვქონდა წამოღებული (5). 


ბოლო ორი წელია, საქართველო ოლიმპიადიდან სტაბილურად ერთი ბრინჯაოთი ბრუნდება - 2020-ში მესამე ადგილი ძალოსანმა ანტონ პლესნოიმ დაიკავა, 2024-ში კი მოკრივე ლაშა გურულმა.


ერთადერთი შემთხვევა, როცა საქართველო ოლიმპიადიდან ბრინჯაოს გარეშე დაბრუნდა - 2004 წლის ათენის თამაშები იყო (2 ოქრო, 2 ვერცხლი).


ზედიზედ მეექვსე ოლიმპიადაა, საქართველო თამაშებს ოქროს მედლის გარეშე არ ასრულებს - ამ პერიოდში ყველაზე ცოტა (1) ოქრო ლონდონის 2012 წლის ოლიმპიურ თამაშებზე მოვიპოვეთ, როცა პირველი ადგილის დაკავება ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა შეძლო.


გენო პეტრიაშვილი გახდა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მე-2 სპორტსმენი, რომელმაც სამი სხვადასხვა ოლიმპიადიდან, სამი სხვადასხვა სინჯის მედლის წამოღება შეძლო, აქამდე ეს ლაშა შავდათუაშვილს ჰქონდა გაკეთებული (2012 ოქრო, 2016 ბრინჯაო და 2020 ვერცხლი) - გენომ მედლები უფრო თანმიმდევრულად დაალაგა (2016 ბრინჯაო, 2020 ვერცხლი, 2024 ოქრო).


შემდეგი ოლიმპიადა 2028 წელს, ლოს ანჯელესში გაიმართება. 

ნიკა შაქარაშვილი

ნიკა შაქარაშვილი

საქართველო
ოლიმპიური თამაშები
ოლიმპიადა

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ლინდსი ვონი ფეხის ამპუტაციას გადაურჩა

•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

ლინდსი ვონი ფეხის ამპუტაციას გადაურჩა
•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

პარაფარიკაობის მსოფლიო თასი - საქართველოს ნაკრები ჩემპიონი გახდა

•ქართული

ქართული

პარაფარიკაობის მსოფლიო თასი - საქართველოს ნაკრები ჩემპიონი გახდა
•ქართული

ქართული

კონტაქტური კარატე - ნაკრების წევრებმა საერთაშორისო ტურნირზე 13 მედალი მოიპოვეს

•ქართული

ქართული

კონტაქტური კარატე - ნაკრების წევრებმა საერთაშორისო ტურნირზე 13 მედალი მოიპოვეს
•ქართული

ქართული

მშვილდოსნობის 21-წლამდელთა ევრო - ქართველმა გოგონებმა ვერცხლის მედლები მოიგეს

•ქართული

ქართული

მშვილდოსნობის 21-წლამდელთა ევრო - ქართველმა გოგონებმა ვერცხლის მედლები მოიგეს
•ქართული

ქართული

News image

10 სთ წინ

ლინდსი ვონი ფეხის ამპუტაციას გადაურჩა

News image

17 სთ წინ

პარაფარიკაობის მსოფლიო თასი - საქართველოს ნაკრები ჩემპიონი გახდა

News image

16 სთ წინ

კონტაქტური კარატე - ნაკრების წევრებმა საერთაშორისო ტურნირზე 13 მედალი მოიპოვეს

News image

16 სთ წინ

მშვილდოსნობის 21-წლამდელთა ევრო - ქართველმა გოგონებმა ვერცხლის მედლები მოიგეს

კომენტარები

ლინკის დაკოპირება