სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
უეფას ერთა ლიგის მე-5 ტურში, A დივიზიონში ბელგიის ნაკრებმა ბრიუსელში იტალია მიიღო.
მატჩის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა. მე-11 წუთზე ანგარიში სანდრო ტონალიმ გახსნა, რომელმაც ეროვნულ გუნდში სადებიუტო გოლი გაიტანა და საბოლოოდ სკუადრა აძურას ანგარიშით 0-1 მოაგებინა კიდეც.
ჯგუფის მეორე მატჩში საფრანგეთის ნაკრებმა სტად დე ფრანსზე ისრაელი მიიღო. მატჩი უგოლოდ დასრულდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს.
საფრანგეთი - ისრაელის მატჩზე დასწრების მხრივ სტად დე ფრანსის ანტირეკორდი დაფიქსირდა
ჯგუფს ბოლო ტურის წინ იტალია ლიდერობს 13 ქულით, საფრანგეთი მეორეა 10 ქულით, ბელგია მე-3 პოზიციას იკავებს 4 ქულით, ისრაელი კი ბოლო ადგილზეა ერთადერთი ქულით.
ასე რომ იტალიამ და საფრანგეთმა ერთა ლიგის პლეიოფის საგზური უკვე გაინაღდეს. ჯგუფის გამარჯვებულის ვინაობას სპალეტისა და დეშამის შეგირდება ბოლო ტურში ერთმანეთში გაარკვევენ.
ბელგია და ისრაელი კი დასკვნით შეხვედრაში ერთმანეთში გაარკვევენ, რომელი გავარდება A ლიგიდან პირდაპირ.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები