-
Aa
+
ფონტის ზომა
იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, მხარეებს შორის შეთანხმება შედგა და ფილიპ კოსტიჩი კარიერას ფენერბაჰჩეში გააგრძელებს.
სერბი მოთამაშე თურქეთში ერთწლიანი იჯარის წესით გადადის, სტამბოლურ გუნდს კი სეზონის ბოლოს მისი გამოსყიდვის უფლება ექნება.
იუვენტუსმა ფეხბურთელს თურქეთში გაფრენისთვის მწვანე შუქი უკვე აუნთო, კოსტიჩი სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ კონტრაქტს ოფიციალურად გააფორმებს და ჟოზე მოურინიოს გუნდს შეუერთდება.
31 წლის ნახევარმცველი იტალიურ კლუბს 2022 წელს ფრანკფურტის აინტრახტიდან შეუერთდა. მას სერბეთის ნაკრებში 64 მატჩი აქვს ჩატარებული.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები