Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ფიფას პრეზიდენტმა, ჯანი ინფანტინომ ფეხბურთში ლურჯი ბარათების შემოღება კატეგორიულად გამორიცხა.
როგორც იცით, რამდენიმე კვირის წინ დაიწერა, რომ ფეხბურთში ლურჯი ბარათის შემოღება იგეგმებოდა, რომელიც ფეხბურთელს არასპორტული საქციელისთვის ან მეტოქის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის, მოედნის 10 წუთით დატოვებას აიძულებდა.
თუმცა, როგორც ჩანს, ამ იდეას განხორციელება არ უწერია. როგორც მინიმუმ, უახლოეს პერიოდში მაინც:
„ლურჯი ბარათები? ეს საკითხი ჩვენთვის საერთოდ არ არსებობს.
თუ სათაური გინდათ, მაშინ ასე გეტყვით: „ლურჯ ბარათებს წითელი ბარათი ვუჩვენეთ. გამორიცხულია, შანსი არ არის." - ციტირებს ინფანტინოს სიტყვებს Sky UK.
კომენტარები