• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
კანინგემი და დონჩიჩი NBA-ის ჯილდოებისთვის ბრძოლას შეძლებენ
კალათბურთიკალათბურთი

კანინგემი და დონჩიჩი NBA-ის ჯილდოებისთვის ბრძოლას შეძლებენ

17 აპრ, 2026 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

NBA და ეროვნული საკალათბურთო მოთამაშეთა ასოციაცია (NBPA) კოლექტიურად შეთანხმდნენ, რომ დეტროიტ პისტონსის მცველი კეიდ კანინგემი და ლოს-ანჯელეს ლეიკერსის მცველი ლუკა დონჩიჩი უფლებამოსილნი არიან 2025-26 წლების NBA-ის რეგულარული სეზონის ყველა წლიური ჯილდოს მისაღებად.


კანინგემმა 63 მატჩში ითამაშა, იმის გამო, რომ 12 მატჩი ფილტვის კოლაფსის გამო გამოტოვა, რომელიც 17 მარტს დაუდგინდა. დონჩიჩმა 64 მატჩში ითამაშა, იმის გამო, რომ ორი მატჩი სლოვენიაში თავისი ქალიშვილის დაბადებაზე დასასწრებად გამოტოვა.


NBA და NBPA შეთანხმდნენ, რომ კანინგემისა და დონჩიჩის შემთხვევაში, გარემოებების გათვალისწინებით, ორივე მოთამაშე აკმაყოფილებს ჯილდოებზე დაშვების მოთხოვნებს CBA-ს „განსაკუთრებული გარემოებების“ დებულების მიხედვით.


გარდა ამისა, მინესოტა ტიმბერვულვზის მცველმა ენტონი ედვარდსმა, რომელმაც 60 მატჩში ითამაშა, CBA-ს ფარგლებში წარადგინა „განსაკუთრებული გარემოებების“ მოთხოვნა და მოითხოვა ჯილდოებზე დაშვება დამოუკიდებელი არბიტრის წინაშე.


ედვარდსის მოთხოვნა უარყოფილი იქნა და შედეგად, იგი არ არის უფლებამოსილი 2025-26 წლების NBA-ის რეგულარული სეზონის წლიური ჯილდოების მიღებისთვის.


,,მინდა მადლობა გადავუხადო NBPA-ს, რომ ჩემს ინტერესებს იცავდა, და NBA-ს - სამართლიანი გადაწყვეტილებისთვის. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო დეკემბერში ჩემი ქალიშვილის დაბადებას დავსწრებოდი და მადლიერი ვარ მარკის, ჯინის, რობის, ჯეი ჯეის და მთლიანად ლეიკერსის ორგანიზაციის, რომ სრულად დამიჭირეს მხარი და მომცეს შესაძლებლობა იქ ვყოფილიყავი.


ეს სეზონი ჩემთვის განსაკუთრებული იყო იმის გამო, რასაც მე და ჩემმა თანაგუნდელებმა ერთად მივაღწიეთ, და დიდი პატივია, რომ მაქვს შესაძლებლობა, ლიგის სეზონის ბოლოს ჯილდოებისთვის განვიხილებოდე." - დაწერა დონჩიჩმა სოციალურ ქსელში.

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

დეტროიტი
ლუკა დონჩიჩი
კანინგემი
ლეიკერსი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

VIDEO: დეტროიტმა და ოკლაჰომამ სერიებში ანგარიში გახსნეს

•კალათბურთი

კალათბურთი

VIDEO: დეტროიტმა და ოკლაჰომამ სერიებში ანგარიში გახსნეს
•კალათბურთი

კალათბურთი

VIDEO: დეტროიტმა და ოკლაჰომამ სერიის მე-2 მატჩები მოიგეს

•კალათბურთი

კალათბურთი

VIDEO: დეტროიტმა და ოკლაჰომამ სერიის მე-2 მატჩები მოიგეს
•კალათბურთი

კალათბურთი

VIDEO: კლივლენდმა დეტროიტთან სერიაში სხვაობა შეამცირა

•კალათბურთი

კალათბურთი

VIDEO: კლივლენდმა დეტროიტთან სერიაში სხვაობა შეამცირა
•კალათბურთი

კალათბურთი

VIDEO: ოკლაჰომა ლეიკერსთან სერიის დასრულებას უახლოვდება

•კალათბურთი

კალათბურთი

VIDEO: ოკლაჰომა ლეიკერსთან სერიის დასრულებას უახლოვდება
•კალათბურთი

კალათბურთი

News image

06 მაი, 2026

VIDEO: დეტროიტმა და ოკლაჰომამ სერიებში ანგარიში გახსნეს

News image

08 მაი, 2026

VIDEO: დეტროიტმა და ოკლაჰომამ სერიის მე-2 მატჩები მოიგეს

News image

19 სთ წინ

VIDEO: კლივლენდმა დეტროიტთან სერიაში სხვაობა შეამცირა

News image

11 სთ წინ

VIDEO: ოკლაჰომა ლეიკერსთან სერიის დასრულებას უახლოვდება

კომენტარები

ლინკის დაკოპირება