მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
ერთა ლიგაზე გასამართი მატჩებისთვის ალბანეთის ნაკრებს 2 მოთამაშე გამოაკლდა.
გუნდს ტრავმის გამო ვერ დაეხმარება კაპიტანი, ატალანტას მოთამაშე ბერატ ჯიმშიტი. მის ნაცვლად სილვინომ ნაკრებში ხორვატული ლოკომოტივას 19 წლის მცველი ფეტა ფეტაი გამოიძახა.
კიდევ ერთი ცვლილებაა შეტევის ხაზში. დაზიანება მიიღო გრანადას მოთამაშე მირტო უცუნიმ, რომელმაც საქართველოსთან პირველ მატჩში 89 წუთი გაატარა მოედანზე. მის ნაცვლად კი ბრაზილიელმა სპეციალისტმა ალბანეთის ნაკრებში პირველად გამოიძახა სპარტა პრაღას 24 წლის თავდამსხმელი ინდრიტ ტუჯი.
ალბანელთა სრული განაცხადი ასე გამოიყურება.
მეკარეები - ტომას სტრაკოშა, ელჰან კასტრატი, ალენ შერი
მცველები - ელსეიდ ჰისაი, ივან ბალიუ, მარიო მიტაი, ანდი ჰადროი, არდიან ისმაილი, ფეტა ფეტაი, არლინდ აიეტი, ენეა მიჰაი, მარაშ კუმბულა
ნახევარმცველები - ილბერ რამადანი, კრისტიან ასლანი, ამირ აბრაში, ადრიონ პაიაზიტი, ქაზმი ლაჯი, ნედიმ ბაირამი, ერნესტ მუჯი
თავდამსხმელები - ტაულანტ სეფერი, არბერ ჰოჯა, მირლინდ დაკუ, ინდრიტ ტუჯი, იასი ასანი
ალბანეთის ნაკრები 11 ოქტომბერს ჩეხეთს ესტუმრება, 14 ოქტომბერს კი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს დაუპირისპირდება.
კომენტარები