Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
საფრანგეთის ღია პირველობის ფინალში 21 წლის ესპანელმა კარლოს ალკარასმა 27 წლის გერმანელ ალექსანდრ ზვერევს მოუგო.
შეხვედრა ფილიპ შატრიეს სახელობის კორტზე 4 საათსა და 20 წუთს გაგრძელდა და კარლიტოსის გამარჯვებით 6:3 2:6 5:7 6:1 6:2 დასრულდა და ალკარასმა კარიერაში მესამე გრენდ სლემის მოგება მოახერხა.
ალკარასი გახდა რაფა ნადალის შემდეგ ისტორიაში პირველი ესპანელი, რომელსაც 2-ზე მეტი გრენდ სლემის ტიტული აქვს მოგებული - აქამდე, მან 2022-ში ამერიკა მოიგო და 2023-ში უიმბლდონი.
ესპანელი სლემის ფინალებში ჯერჯერობით დაუმარცხებელია - ზვერევმა კი კარიერაში მეორე გრენდ სლემის ფინალი ითამაშა და ისევ დამარცხდა, 2020-ში ის ასევე ხუთ სეტში დომინიკ ტიმმა ამერიკის ღია პირველობის ფინალში სეტებში 0:2-დან 3:2 დაამარცხა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები