Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ფორმულა 1-ში სიახლეა. ცნობილი გახდა თუ მომავალი სეზონიდან სად გააგრძელებს კარიერას კარლოს საინსი, რომელიც წლის ბოლოს ფერარის ემშვიდობება.
ესპანელის ახალი გუნდი უილიამსი იქნება, რომელთანაც საინსმა 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
კარლოსის მეწყვილე მომავალ სეზონში ალექს ალბონი იქნება. უილიამსს ამერიკელი ლოგან სერჯანტი დატოვებს.
ფერარიდან წასვლის გამოცხადების შემდეგ საინსის მომავალს ბევრ გუნდს უკავშირებდნენ, ახლა კი ეს ინფორმაცია უკვე ოფიციალურად დადასტურდა.
ესპანელი ფორმულა 1-ის მრბოლელი 2015 წლიდან არის, 2017 წლამდე ის ტორო როსოში გამოდიოდა, 2017-18 წლებში - რენოში, 2019-20 წლებში - მაკლარენში, 2021 წლიდან კი ის ფერარის რიგებში ასპარეზობდა.
საინსს კარიერაში 3 რბოლა აქვს მოგებული, 5-ჯერ პოულ პოზიცია მოიპოვა, ჯამში კი 23-ჯერ იყო პოდიუმზე.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები
ნორისის დომინაცია ნიდერლანდებში
სხვა სპორტი