სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
მადრიდის რეალის ვიცე-კაპიტანმა, დანი კარვახალმა აღნიშნა, რომ გადატვირთული კალენდრის გამო, ფეხბურთელები გაფიცვას განიხილავენ.
კარვახალი თანამემამულე როდრის დაეთანხმა.
„ამასთან ახლოს ვართ. სეზონში 70-80 მატჩი - მეტისმეტია. თუ ხალხს საუკეთესო ფეხბურთის ხილვა სურს, უნდა დავისვენოთ.
ჩვენთვის, ფეხბურთელებისთვის, გაფიცვა სრულიად რეალურია.
ფეხბურთელების აზრს არავინ არ ითვალისწინებს. ხმა უნდა ავიმაღლოთ, სასწრაფოდ." - აღნიშნა კარვახალმა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები