ESPN-ის ჟურნალისტ შამს ჩარანიას ინფორმაციით, კევინ დურანტი ლეიკერსის წინააღმდეგ მე-6 მატჩში ვერ ითამაშებს.
მიზეზი კოჭის ტრავმაა, რომლის გამოც ჰიუსტონის როკეტსის ვარსკვლავი პლეიოფის პირველი რაუნდის სერიის დიდ ნაწილში გუნდს დააკლდა.
ეს იქნება ზედიზედ მე-4 თამაში, რომელსაც დურანტი მარცხენა კოჭზე სისხლჩაქცევის გამო გამოტოვებს. 2014 წლის NBA-ის MVP-მ ტრავმა მე-2 თამაშის ბოლოს მიიღო, როცა ჰიუსტონი დამარცხდა.
დურანტს სერიის გახსნით მატჩშიც არ უთამაშია მარჯვენა მუხლზე სისხლჩაქცევის გამო, თუმცა მე-2 თამაშში დაბრუნდა და 41 წუთში 23 ქულა დააგროვა, სანამ შეხვედრის ბოლოს მარცხენა კოჭას დაიზიანებდა.
როკეტსმა ბოლო 2 თამაში მოიგო ლეიკერსის წინააღმდეგ მას შემდეგ, რაც სერიაში 3-0-ს აგებდა. გუნდები მე-6 თამაშს პარასკევს ჰიუსტონში ჩაატარებენ, ხოლო საჭიროების შემთხვევაში მე-7 თამაში კვირას ლოს-ანჯელესში გაიმართება.
წყაროების ცნობით, დურანტის ტრავმის აღდგენის მინიმალური ვადა დაახლოებით 2 კვირაა. მან ტრავმა 21 აპრილს მიიღო, რაც შესაძლო მე-7 თამაშამდე 12 დღეს შეადგენს.
37 წლის დურანტმა რეგულარულ სეზონში 2,840 წუთი ითამაშა, რაც ლიგაში მეორე საუკეთესო მაჩვენებელია. 16-გზის ოლ-სტარი ამ სეზონში, რომელიც მისთვის პირველი იყო როკეტსში, საშუალოდ 26.0 ქულას, 5.5 მოხსნას და 4.8 პასს აგროვებდა 78 თამაშში.
VIDEO: ჰიუსტონმა ლეიკერსთან სერია დაძაბა