ისლამ მახაჩევის მწვრთნელს, ხაბიბ ნურმაგომედოვს არ სურს, რომ მისმა შეგირდმა თეთრ სახლში იჩხუბოს.
ქვე-საშუალო წონის საჩემპიონო ბრძოლაში ჯეკ დელა მადალენას დამარცხების შემდეგ, მახაჩევმა თეთრ სახლში ჩხუბის მზადყოფნა გამოთქვა. UFC-ის ღონისძიება თეთრ სახლში 2026 წლის ივნისში გაიმართება.
„სიმართლე გითხრათ, ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იჩხუბებს თეთრ სახლში. თუ ისლამი იქნება, ეს ჩვენთვის დიდი მოვლენა გახდება.
პირადად მე თუ მკითხავთ, არ მინდა, რომ მან თეთრ სახლში იჩხუბოს. რატომ? უბრალოდ არ მინდა." - აღნიშნა ნურმაგომედოვმა.