სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ვილი სანიოლის მომავალზე ისაუბრა.
"სანიოლს სამომავლო გეგმებზე უკვე ვესაუბრეთ. შემოდგომაზე, ერთა ლიგის მატჩებში საქართველოს ნაკრებს კვლავ ვილი სანიოლი უხელმძღვანელებს.
ვილი სანიოლს წლის ბოლომდე აქვს მოქმედი ხელშეკრულება და ის აგრძელებს მუშაობას საქართველოს ნაკრებში." "სამომავლო გეგმებზე ვილი სანიოლთან ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდეც ვისაუბრეთ.
ჩვენი სურვილია, რომ ის დარჩეს საქართველოს ნაკრებში." "მისი პოზიციაც ვიცით. ის კომფორტულად გრძნობს საქართველოში თავს და სამომავლო გეგმები აქვს ჩვენთან ერთად. ეს სურვილებია და ამას დეტალურად გავივლით ერთად უახლოეს მომავალში. ორივე მხარის სურვილია, გავაგრძელოთ თანამშრომლობა." - განაცხადა კობიაშვილმა გადაცემაში "სპორტი იმედზე".
ვილი სანიოლი საქართველოს ნაკრებს 2021 წლიდან წვრთნის და ეროვნულ გუნდს ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად სწორედ ის გაუძღვა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები