Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ცნობით, მხარეებს შორის შეთანხმება შედგა და ნიკო პასი მადრიდის რეალიდან კარიერას კომოში გააგრძელებს.
იტალიური კლუბი არგენტინელის სანაცვლოდ 6 მილიონ ევროს გადაიხდის, სამეფო კლუბს კი მისი მომავალი ტრანსფერიდან 50% ერგება.
ასევე რეალს მოთამაშის უკან გამოსყიდვის უფლება ექნება.
სესკ ფაბრეგასის კომო კიდევ ორ ტრანსფერზე მუშაობს - სერხი რობერტო თავისუფალი აგენტის სტატუსით და მაქს პერონე მანჩესტერ სიტიდან.
სერია ა-ში ახლად აღზევებულმა კლუბმა უკვე დაიმატა რაფა ვარანი, ანდრეა ბელოტი, ალბერტო მორენო, პეპე რეინა და სხვა მოთამაშეები.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები