• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო

სპორტის გურუ

ქვიზები

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
კოპა ამერიკა 2024 - საინტერესო ბრძოლა ფინალისთვის
ფეხბურთიფეხბურთი

კოპა ამერიკა 2024 - საინტერესო ბრძოლა ფინალისთვის

10 ივლ, 2024 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

კოპა ამერიკა 2024-ს მეორე 1/2 ფინალში საქმეს ურუგვაის და კოლუმბიის ნაკრებები გაარკვევენ.


ურუგვაი - კოლუმბია [04:00]


მარსელო ბიელსამ ურუგვაიში საკმაოდ ძლიერი და კონკურენტუნარიანი კოლექტივი შეკრა, რომელიც ტურნირის დასაწყისშივე არგენტინის შემდეგ მეორე მთავარ ფავორიტად მოიაზრებოდა. ხოლო მას შემდეგ, რაც გუნდმა ბრაზილია გამოთიშა ასპარეზს, მითუმეტეს. 


მართალია, ურუგვაიმ ბრაზილიას ძირითად დროში ვერ მოუგო, მაგრამ პენალტების სერიაში მეტოქეზე დამაჯერებელი აღმოჩნდა და ნახევარფინალში სრულიად დამსახურებულად გავიდა.


არგენტინის მსგავსად, ურუგვაელებმა ჯგუფი 100%-იანი შედეგით დაასრულეს - პირველ ტურში 3:1 პანამას მოუგეს, შემდეგ ბოლივია გაანადგურეს (5:0), ბოლო ტურში კი მასპინძელი აშშ დატოვეს ტურნირს მიღმა (1:0).


რაც შეეხება კოლუმბიას, გუნდმა ჯგუფი 7 ქულით დაასრულა და ბრაზილია მე-2 ადგილზე გაუშვა, რის გამოც სელესაო პლეი-ოფის პირველივე ეტაპზე ურუგვაის შეხვდა. 


ხამეს როდრიგესი რომ რეინკარნაციას გადის ამას გაიგებდით - ვეტერან შემტევს 1 გოლთან ერთად ამ კოპაზე 4 საგოლე პასიც დაუგროვდა და ის თავისი ნაკრების მთავარი ლიდერია.


პირველ ტურში კოლუმბიამ პარაგვაის 2:1 მოუგო, შემდეგ კოსტა რიკა 3:0 გაანადგურა, ბოლო ტურში კი, როცა ბრაზილიას პირველი ადგილისთვის მოგება სჭირდებოდა, ტიტულოვან მეტოქეს არაფერი დაუთმო და ფრეც ეთამაშა (1:1).


კოლუმბიისა და ურუგვაის ურთიერთშეხვედრეის ისტორია 37 მატჩს ითვლის, საიდანაც ურუგვაელებმა 17 მოიგეს, 11-ჯერ დამარცხდნენ და 10 ფრე ითამაშეს. 


უკანასკნელი დაპირისპირება 2023 წელს, მსოფლიოს შესარჩევზე შედგა და ფრედ 2:2 დასრულდა. საერთოდაც, გუნდებმა ძირითად დროში ბოლო 3 მატჩი ფრედ დაასრულეს. ურუგვაის ბოლო გამარჯვება 2020-ით თარიღდება (3:0), კოლუმბიამ კი უკანასკნელად 2014 წლის მსოფლიოზე იმარჯვა (2:0).


ურუგვაიმ უკანასკნელად კოპა ამერიკას ფინალი 2011 წელს ითამაშა, როცა პარაგვაისთან 0:3 განადგურდა. ბოლო გამარჯვება კი გუნდმა 1995-ში მოიპოვა, როცა ბრაზილიას პენალტებში 5:3 აჯობა.


კოლუმბია ბოლოს ფინალში 2001-ში იყო და მექსიკას 1:0 მოუგო. 


სავარაუდო შემადგენლობები


ურუგვაი: როჩეტი, ვარელა, ხიმენესი, ოლივერა, ვინა, ვალვერდე, უგარტე, პელისტრი, დე ლა კრუსი, არაუხო, ნუნიესი.


მატჩს ბრაზილიასთან მატჩში მიღებული ტრავმის გამო ბარსელონას მცველი, რონალდ არაუხო გამოტოვებს.


კოლუმბია: ვარგასი, მუნიოსი, სანჩესი, კუესტა, მოხიკა, რიოსი, ლერმა, არიასი, როდრიგესი, კორდობა, დიასი.

ნიკა შაქარაშვილი

ნიკა შაქარაშვილი

argentina
კოპა ამერიკა
ურუგვაი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

მესი სიაშია! - სკალონის გამოძახებული მოთამაშეები ამხანაგური მატჩებისთვის

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მესი სიაშია! - სკალონის გამოძახებული მოთამაშეები ამხანაგური მატჩებისთვის
•ფეხბურთი

ფეხბურთი

სკალონი არგენტინის ნაკრებს ტოვებს?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

სკალონი არგენტინის ნაკრებს ტოვებს?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

მესის „უკანასკნელი ტანგო“ არგენტინაში - ბილეთები უსწრაფესად გაიყიდა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მესის „უკანასკნელი ტანგო“ არგენტინაში - ბილეთები უსწრაფესად გაიყიდა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

სკალონიმ დაადასტურა - ვინ იქნება არგენტინის ნაკრების ახალი კაპიტანი?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

სკალონიმ დაადასტურა - ვინ იქნება არგენტინის ნაკრების ახალი კაპიტანი?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

16 სექ, 2026

მესი სიაშია! - სკალონის გამოძახებული მოთამაშეები ამხანაგური მატჩებისთვის

News image

20 სექ, 2026

სკალონი არგენტინის ნაკრებს ტოვებს?

News image

25 სექ, 2026

მესის „უკანასკნელი ტანგო“ არგენტინაში - ბილეთები უსწრაფესად გაიყიდა

News image

25 სექ, 2026

სკალონიმ დაადასტურა - ვინ იქნება არგენტინის ნაკრების ახალი კაპიტანი?

კომენტარები

ლინკის დაკოპირება