ბულგარეთის კარში გატანილი გოლებით გიორგი მიქაუტაძე და ხვიჩა კვარაცხელია ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირს მიუახლოვდნენ.
კვარასთვის ეს ნაკრების მაისურით საიუბილეო მე-20 გოლი იყო, რისთვისაც მას ნაკრებში 43 მატჩის ჩატარება დასჭირდა.
მიქაუტაძემ კი 21-ე გოლის გატანა თავისთვის 39-ე სანაკრებო შეხვედრაში მოახერხა.
ამ გოლებით ორივე შემტევი კიდევ უფრო მიუახლოვდა შოთა არველაძეს, რომელმაც 26 გოლის გატანა 62 ჩატარებულ შეხვედრაში მოახერხა.
მომდევნო მატჩებს საქართველოს ნაკრები ერთ თვეში, თურქეთის და ესპანეთის წინააღმდეგ გამართავს.