მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
საფრანგეთის ლიგა 1-ის ოფიციალურმა გვერდმა მე-19 ტურის სიმბოლური თერთმეტეული გამოაქვეყნა, რომელიც გულშემატკივართა ხმებით გამოვლინდა.
სადებიუტო მატჩის შემდეგ ტურის გუნდში მოხვდა ხვიჩა კვარაცხელია. ქართველმა რეიმსთან მატჩში საგოლე გადაცემა მიითვალა.
ხვიჩასთან ერთად გუნდში პსჟ-ს კიდევ 3 ფეხბურთელია - მენდეში, დუე და დემბელე.
სიმბოლური გუნდი ასე გამოიყურება: ლოპესი (ნანტი); ფრანკოვსკი (ლანსი), დანტე (ნიცა), მედინა (ლანსი), მენდეში (პსჟ); დუე (პსჟ), სანტოსი (სტრასბურგი), აკლიუში (მონაკო); დემბელე (პსჟ), გესანი (ნიცა), კვარაცხელია (პსჟ).
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები