3 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ლა ლიგის 22-ე ტურში მადრიდის რეალი სტუმრად ესპანიოლთან დამარცხდა.
კატალონიაში გამართული მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა.
პირველ ტაიმში რეალს ვინისიუსის გოლი კილიან მბაპეს შეტევაში დაჯარიმების გამო გაუუქმეს. კიდევ ერთი ცუდი ამბავი მადრიდელთათვის რუდიგერის ტრავმა გახდა, რომელმაც თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო და მოედანზე ადგილი რაულ ასენსიოს დაუთმო.
შესვენების შემდეგ ესპანიოლი თავის დაცვაზე ორიენტირდა და უხეშობასაც არ ერიდებოდა. ერთ-ერთ ასეთ მომენტში კილიან მბაპე თავისუფალ სივრცეზე გარბოდა, რა დროსაც მას ესპანიოლის მცველი კარლოს რომერო უკნიდან გაშლილი ფეხი მოარტყა, თუმცა მსაჯმა მხოლოდ ყვითელი ბარათით დასაჯა.
სიმბოლურია, რომ სწორედ ამ ფეხბურთელმა მოახერხა 85-ე წუთზე მატჩის ერთადერთი გოლის გატანა და ესპანიოლისთვის უმნიშვნელოვანესი სამი ქულის მოტანა.
რეალმა კი სეზონში მე-3 მარცხი იწვნია, 49 ქულით დარჩა და ატლეტიკოს ახლა უკვე მხოლოდ 1 ქულით უსწრებს, ბარსელონას კი ხვალ ალავესთან მოგებით სხვაობის 7-დან 4 ქულამდე შემცირება შეეძლება.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები