სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, მადრიდის ატლეტიკო ახლოსაა არტემ დოვბიკის ტრანსფერის დახურვასთან.
ატლეტიკოსა და ჟირონას შორის გამოსასყიდი თანხის გადახდასთან დაკავშირებით საბოლოო დეტალები გვარდები. როხიბლანკო უკრაინელის სანაცვლოდ 40 მილიონ ევროს გადაიხდის.
დოვბიკთან პირადი დეტალები უკვე შეთანხმებულია და მოთამაშე ტრანსფერისთვის მზადაა. მალე გარიგება საბოლოოდ შედგება.
27 წლის თავდამსხმელი გასულ სეზონში ლა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, მან ჟირონას მაისურით 24 გოლის გატანა შეძლო.
დოვბიკმა ევრო 2024-ზე უკრაინის ნაკრების შემადგენლობაში ჯგუფური ეტაპის სამივე მატჩში ითამაშა, თუმცა გოლის გატანა ვერ მოახერხა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები