ქოვენტრის მთავარმა მწვრთნელმა ფრენკ ლამპარდმა უპასუხა შეკითხვას იმის შესახებ, გრძნობდა თუ არა თავს პრივილეგირებულ მდგომარეობაში, როდესაც მანჩესტერ სიტიში თამაშობდა იმ პერიოდში, როცა კლუბი უზარმაზარ თანხებს ხარჯავდა.
ინგლისელი ნახევარმცველი ქალაქელების ღირსებას 2014/15 წლების სეზონში იცავდა.
ჩელსიში 13 წელი ვითამაშე და როდესაც რომან აბრამოვიჩი მოვიდა, ყველა ამბობდა, რომ კლუბმა ჩემპიონობა იყიდა და ასე შემდეგ.
თუმცა ჩვენ უნდა დაგვემარცხებინა მანჩესტერ იუნაიტედი სქოულზთან, ბექჰემთან, რუნისთან და დანარჩენებთან ერთად. როდესაც თამაშობ და ეჯიბრები, მხოლოდ ამაზე ფიქრობ - რომ რამე მოიგო. ჩელსიში გაგვიმართლა, რომ ეს შევძელით.
ახლა კი საუბარში მონაწილეობის მიღება არ მინდა, რადგან როცა ფეხბურთელი ვიყავი, უბრალოდ თავდახრილი ვთამაშობდი ფანტასტიკურ პარტნიორებთან ერთად.
City Group-ში გატარებული დრო ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო", - განაცხადა ლამპარდმა.