Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ბარსელონას პრეზიდენტ ჟოან ლაპორტას ნიკო ვილიამსის ტრანსფერზე ჰკითხეს.
"ჩვენი ფინანსური სიტუაცია მნიშვნელოვნად გამოსწორდა.
ნორმალურ მდგომარეობას ვუახლოვდებით. დღეს ბარსას შეუძლია დიდი სახელები გაიფორმოს, ჩვენ ჩვენი საქმე გავაკეთეთ. ჩვენს ფინანსურ სიტუაციას მალე გავარკვევთ." - განაცხადა ლაპორტამ.
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ბარსელონას მთავარი სამიზნე ბილბაოს ატლეტიკის შემტევი ნიკო ვილიამსია, რომელმაც ევრო 2024-ზე გაიბრწყინა. მოთამაშის გამოსასყიდ თანხად 60 მილიონი ევრო სახელდება.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები