სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ლიონის ოფიციალური გვერდი აცხადებს, რომ გიორგი მიქაუტაძე თავის საყვარელ კლუბში დაბრუნდა. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა 4-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.
მეცი ტრანსფერში 18.5 მილიონ ევროს მიიღებს, რასაც ბონუსების სახით შესაძლოა 4.5 მილიონი ევრო დაემატოს, მომდევნო ტრანსფერიდან კი მიქაუტაძის ყოფილი კლუბი 15%-ს მიიღებს.
გიორგი სწორედ ლიონშია დაბადებული და ოლიმპიკის მაისურს 15 წლამდე ატარებდა. მეცში მან 64 მატჩი ჩაატარა და 38 გოლი გაიტანა, ამასთან 13 საგოლე გადაცემაც მიითვალა.
მიქაუტაძემ პრიორიტეტი ლიონის ოლიმპიკში გადასვლას მიანიჭა. ის შვებულების შემდეგ გუნდს 27 ივლისს ავსტრიაში მიმდინარე შეკრებაზე შეუერთდება.
"თქვენი N1 გულშემატკივარი ვიქნები" - მიქაუტაძე მეცს დაემშვიდობა
À table les Gones 🧑🍳#Mikautadze2028 pic.twitter.com/Z56yHRRUSu
— Olympique Lyonnais (@OL) July 18, 2024
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები
ქართული სპორტის საოცარი კვირა
ფეხბურთი