Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
გიორგი მიქაუტაძემ სოციალურ ქსელში წერილი გამოაქვეყნა და მეცს დაემშვიდობა.
"მეცის დიდო ოჯახო.
დრო მოვიდა, რომ დაგემშვიდობოთ.
მეცი ყოველთვის იქნება ჩემს გულში.
როგორც ადრე გითხარით, შეგიძლიათ ამაყად უგულშემატკივროთ ამ დიდ სახელს ფრანგულ ფეხბურთში.
ვერასდროს შევძლებ გამოვხატო ჩემი მადლიერება იმ ხალხის მიმართ, ვისაც ამ კლუბთან კავშირი აქვს.
განსაკუთრებით მინდა მადლობა გადავუხადო მისტერ კარლო მოლინარისა (მეცის ყოფილი პრეზიდენტი) და ბერნარ სერინს (მეცის ამჟამინდელი პრეზიდენტი), ასევე მთელ ორგანიზაციას.
ვფიქრობ ყველა იმ მოხალისეზე, სტაფის წევრსა და მწვრთნელზე, რომელთანაც შეხება მქონია. არ ვივიწყებ იმათ, ვინც ჩრდილში მუშაობენ ვარჯიშებზე, ოფისებსა და სხვადასხვა სფეროში. თქვენ ამ კლუბს ყოველდღიურად აცოცხლებთ.
დიდი მადლობა ყველა ჩემს გუნდელს, რომელთა წყალობითაც ბევრი ვისწავლე ჩემს თინეიჯერულ წლებში.
და რა თქმა უნდა, თქვენ, გულშემატკივრებო. თქვენ მე უამრავი რამ მომეცით. თქვენ ამ კლუბის სული ხართ. ამ ქალაქს თქენი მეცისადმი ვნება სჭირდება. თქვენ მისი გული და დნმ ხართ და ასე გააგრძელეთ.
ამიერიდან თქვენი N1 გულშემატკივარი ვიქნები და მალე დაგიბრუნდებით.
მიუხედავად იმისა, რომ აქ არ დავიბადე, თქვენ მიმიღეთ, როგორც ერთ-ერთი თქვენიანი და ამისთვის სამუდამოდ მადლიერი ვიქნები.
სამუდამოდ თქვენი მეფე ჟორჟი." - წერს ქართველი თავდამსხმელი ინსტაგრამზე.
მიქაუტაძე 2022-23 წლების სეზონში მეცს ლიგა 1-ის საგზურის მოპოვებაში დაეხმარა. მან სეზონში 23 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა მიითვალა, რითიც ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშის სტატუსიც დაიმსახურა. გასულ სეზონში კი გიორგიმ მეცში ნახევარი სეზონი ითამაშა და 22 შეხვედრაში 14 გოლი და 4 საგოლე გადაცემა ჩაიწერა აქტივში, თუმცა ეს გუნდისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა, რომ უმაღლეს დივიზიონში ადგილი შეენარჩუნებინა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები
ქართული სპორტის საოცარი კვირა
ფეხბურთი