-
Aa
+
ფონტის ზომა
იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, რომელუ ლუკაკუ ნაპოლიში გადასვლას ელოდება. მას კვლავ სურს ანტონიო კონტესთან ერთად მუშაობა.
რომელუ, რომლის ხელფასიც აქამდე სეზონში 11 მილიონი ევრო იყო, ანაზღაურების შემცირებას დათანხმდა და ნაპოლისთან 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, წელიწადში კი 6 მილიონ ევროს მიიღებს.
ტრანსფერის დახურვა ნაპოლისა და ჩელის მოლაპარაკებებზეა დამოკიდებული, ასევე ოსიმენის წასვლაზეც, რომლის გადაბირებასაც პსჟ აქტიურად ცდილობს.
როგორც ჯანლუკა დი მარციო იუწყება, ლონდონელებს ბელგიელი თავდამსხმელის სანაცვლოდ 35 მილიონი ევროს მიღება სურთ, თუმცა იტალიელებს ნაკლები თანხის დახარჯვა უნდათ.
ლუკაკუსა და ოსიმენის ტრანსფერებში შესაძლოა მომდევნო კვირა გადამწყვეტი აღმოჩნდეს.
ბელგიელმა ფეხბურთელმა გასული სეზონი იჯარის წესით რომაში გაატარა, კონტესთან ერთად კი ის ინტერში მუშაობდა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები