1 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ლივერპულთან მარცხის მიუხედავად, ჩელსის მთავარი მწვრთნელი, ენცო მარესკა, თავისი გუნდის თამაშით კმაყოფილი დარჩა.
„არ მომწონს წაგება ან ქულების დაკარგვა, მაგრამ ჩვენი თამაში მართლა მომეწონა. მეტს ვიმსახურებდით, კარგი შთაბეჭდილება დავტოვეთ.
თამაშის დიდმა ნაწილმა ჩვენი კონტროლით ჩაიარა. მომენტები გვქონდა მაშინ, როცა ბურთს ვფლობდით. ზოგადად წაგება არ მიყვარს, მაგრამ თუ ასარჩევად არის საქმე, ასეთი მარცხი მირჩევნია. გუნდმა თამამად ითამაშა როგორც უბურთოდ, ისე ბურთით.
არ ვფიქრობ, რომ ეს თამაში განსაზღვრავს იმას, სად ვიმყოფებით. კარგად ვიყავით მომზადებულები, ჩვენმა გეგმამაც გაამართლა. მომენტებს რეალიზება სჭირდება, მაგრამ მთლიანობაში ჩემი ფეხბურთელებით კმაყოფილი ვარ." - აღნიშნა იტალიელმა სპეციალისტმა.
ენფილდზე გამართული მატჩი სლოტის გუნდმა 2:1 სალაჰისა და კურტის ჯოუნსის გოლებით მოიგო, ჩელსის რიგებში თავის გამოჩენა ნიკოლას ჯექსონმა შეძლო.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები