კილიან მბაპე ბარსელონასთან კოპა დელ რეის ფინალში სასტარტო შემადგენლობაში ვერ მოხვდება.
Marca-ს ინფორმაციით, ფრანგმა ფეხბურთელმა არსენალთან საპასუხო თამაშში მიღებული კოჭის დაზიანება ბოლომდე ვერ მოირჩინა და დისკომფორტს დღემდე განიცდის.
იწერება, რომ სასტარტოში მბაპეს დანი სებალიოსი შეცვლის, რეალი 4-ნახევარმცველიან ტაქტიკაზე გადაეწყობა და წინ მყოფ როდრიგოს და ვინისიუსს უკან ათიანზე ჯუდ ბელინგემი დაეხმარება.
მატჩი 23:55 საათზე დაიწყება.