-
Aa
+
ფონტის ზომა
როგორც ფრანგული გამოცემა L'Equipe წერს, მბაპესა და ნაკრების მთავარ მწვრთნელს შორის ახლო მომავალში სერიოზული საუბარი შედგება.
უგო ლორისის ნაკრებიდან წასვლის შემდეგ, გუნდის კაპიტნად დეშამმა კილიან მბაპე დანიშნა.
ბოლო ორი სანაკრებო პაუზა კილიანმა ფსიქოლოგიური პრობლემების გამო გამოტოვა, რომელსაც უკანასკნელ თვეებში ებრძვის.
ზემოთხსენებული გამოცემა ამბობს, რომ დეშამი მბაპესთან გასაუბრებას აპირებს იმის დასადგენად, სურს თუ კილიანს ნაკრების კაპიტნობა მომავალშიც.
სეზონის დაწყების შემდეგ მბაპემ ნაკრების მხოლოდ სექტემბრის მატჩებში მიიღო მონაწილეობა, ოქტომბერში ნაკრებში არ წასვლის ოფიციალურ მიზეზად ტრავმა დასახელდა, ნოემბერში კი ის დიდიე დეშამმა პირადად არ შეიყვანა განაცხადში.
ისიც იწერებოდა, რომ კილიანმა მწვრთნელს სთხოვა, უახლოეს პერიოდში ნაკრებში მხოლოდ უმნიშვნელოვანეს მატჩებზე უხმოს.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები