სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
2 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ლა ლიგის მე-10 ტურში მადრიდის რეალი სტუმრად სელტას დაუპირისპირდა და მძიმე გამარჯვება მოიპოვა.
შეხვედრა სტადიონ ბალაიდოსზე გაიმართა და კარლო ანჩელოტის გუნდის გამარჯვებით, 2:1 დასრულდა.
მატჩის პირველი გოლი მე-20 წუთზე კილიან მბაპემ, შორეული ულამაზესი დარტყმით გაიტანა და თავის გუნდს პირველი ტაიმი მოაგებინა. მასპინძელთა რამდენიმე კარგი მცდელობა ხან კარს ასცდა, ხან ტიბო კურტუამ მოიგერია და რეალი შესვენებაზე უპირატესობით გავიდა.
შესვენებაზე სელტა, რომელმაც ეს სეზონი საკმაოდ კარგად დაიწყო და 9 ტურში 13 ქულაც დააგროვა, მოტივირებულად დაიწყო, რაც ანგარიშზე მალევე აისახა - ოსკარ მინგესას კარგი პასით შვედბერგმა ისარგებლა და ტიბო კურტუა ამჯერად უშანსოდ დატოვა.
მატჩის 63-ე წუთისთვის ანჩელოტიმ ორმაგ ცვლილებას მიმარტა - მოედანზე ფედე ვალვერდეს და კამავინგას ნაცვლად როდრიგო და ლუკა მოდრიჩი გამოვიდნენ. ხორვატის გამოსვლა ტაბლოზე ზუსტად სამ წუთში აისახა, როცა მან ულამაზესი დაცვის გამჭრელი პასით ვინისიუსი დატოვა მეკარესთან პირისპირ, რომელმაც უშეცდომოდ შეძლო მომენტის რეალიზება და თავისი გუნდი კვლავ წინ გაიყვანა.
დარჩენილ ნახევარ საათში სელტა ანგარიშის გათანაბრებას ცდილობდა და რამდენჯერმე ამასთან ახლოსაც იყო, თუმცა თავისი მომენტები ვერ გამოიყენა - რეალი დაცვაში აშკარად სუსტად გამოიყურებოდა და მეტოქის ზეწოლას ხშირად რთულად უმკლავდებოდა, თუმცა საფინალო სასტვენამდე ეს მინიმალური უპირატესობა მაინც მიიტანა.
ამ გამარჯვებით 24 ქულა დააგროვა და ლიდერ ბარსელონას ქულებით გაუთანაბრდა, რომელიც თავის მატჩს უკვე დღეს, 20 ოქტომბერს, საკუთარ მოედანზე სევილიას წინააღმდეგ ჩაატარებს.
მომდევნო უიქენდზე კი სანტიაგო ბერნაბეუზე ლა ლიგის პირველი ტურის ყველაზე მოსალოდნელი მატჩი - ელ კლასიკო გაიმართება.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები