სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
კილიან მბაპემ ალავესთან მატჩი დისკომფორტის გამო დატოვა. როგორც გაირკვა, ფრანგ ფეხბურთელს მარცხენა ფეხზე ბარძაყის კუნთი აწუხებდა.
დღეს მბაპემ სამედიცინო შემოწმება გაიარა და მისი ტრავმის სიმძიმე გაირკვა. კილიანი თამაშს 3 კვირის განმავლობაში ვერ შეძლებს.
მოთამაშე რეალს ატლეტიკოსთან, ლილთან და ვილიარეალთან შეხვედრებში ვერ დაეხმარება, შემდეგ კი სანაკრებო შესვენება მოდის და სავარაუდოდ, მას საფრანგეთის ნაკრებშიც ვერ ვიხილავთ.
ლა ლიგაში ჩატარებული 7 ტურის შემდეგ რეალს 17 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზეა, თავად მბაპეს ანგარიშზე კი 5 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.
55 წამში გართულებული მატჩი - რეალმა ნაადრევად დაიძინა და კინაღამ გამარჯვება გაანიავა
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები